კომპანია აკორდი გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებულად არ გამოცხადებულა
კომპანია აკორდი გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებულად არ გამოცხადებულა
25 აპრ, 2018 20:18:35

2018 წლის 25 აპრილს, კომპანიამ  აკორდი  მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 59.5 მილიონის ღირებულების 2 კონტრაქტში გაიმარჯვა, რაც  სიმართლეს არ შეესაბამება.

სამტრედია-გრიგოლეთის 11 კმ-იანი გზის მშენებლობისა და მოლითი-ჩუმათელეთის 26 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა-შეფასება, შესაბამისად გამარჯვებული-კომპანია ჯერ არ გამოვლენილა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას, დაიცვან ტენდერის ჩატარების წესები და პრინციპები და თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: