ირაკლი ქარსელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონის განვითარებაზე ისაუბრეს
ირაკლი ქარსელაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონის განვითარებაზე ისაუბრეს
20 აპრ, 2018 14:29:09

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, რეგიონში არსებული პრობლემები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალსა და რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს.

შეხვედრაზე მინისტრის პირველი მოადგილე და გუბერნატორი შეთანხმდნენ,   სამუშაო პროცესში კოორდინირებულ კომუნიკაციაზე კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები ახლო მომავალში, რეგიონებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან და  შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება.

მინისტრის პირველი მოადგილე, მსგავსი ხასიათის შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს სხვა რეგიონების გუბერნატორებთან.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: