გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
19 აპრ, 2018 16:15:04

2018 წლის 19 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, კონტარქტორმა ორგანიზაციამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, ორმოული შეკეთების სამუშაოების წარმოებისას გორის გვირაბი 1,5  საათით ჩაკეტა.

კონტარქტორ ორგანიზაცია შპს “იბოლიასთან“ მიმართებაში მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების გამო.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე,  საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია და გორის გვირაბში გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისათვის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: