გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
19 აპრ, 2018 16:15:04
2018 წლის 19 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, კონტარქტორმა ორგანიზაციამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, ორმოული შეკეთების სამუშაოების წარმოებისას გორის გვირაბი 1,5 საათით ჩაკეტა.
კონტარქტორ ორგანიზაცია შპს “იბოლიასთან“ მიმართებაში მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების გამო.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია და გორის გვირაბში გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისათვის.
ინტერაქტიული რუკა