რიკოთზე ავტოცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა და მოძრაობა აიკრძალა
რიკოთზე ავტოცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა და მოძრაობა აიკრძალა
23 მარ, 2018 19:39:53

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და  ცეცხლი გაუჩნდა. რის გამოც,  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.

მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: