საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზა კეთდება
გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზა კეთდება
12 მარ, 2018 11:35:17

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ ეტაპზე, მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია. პროექტის ფარგლებში 50-მდე ადამიანი დასაქმდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: