საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაბა ჟინვალში 6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დაბა ჟინვალში 6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
09 მარ, 2018 14:26:57

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში მდებარეობს.

სარეაბილიტაციო  მონაკვეთს აქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ამ გზით ხორციელდება როგორც ადილობრივი, ასევე ძირითადი საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები. აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე საგრძნობლად გაიზარდა მოძრაობის ინტენსივობა.

პროექტის შესაბამისად განხორციელდება: ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, გაბიონები, კიუვეტები საყრდენი კედლები, სადრენაჟე სისტემები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მოხდება გიზს შემოფარგვლა და რეაბილიტირებული მონაკვეთი აღიჭურვება ახალი საგზაო ნიშნებით. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ დროისათვის,  წყალგამტარი მილების, გაბიონების მოწყობისა და ფერდების ჩამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 336 902 ლარია. სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და  2018 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 100 ადამიანი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: