მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა
მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა
07 მარ, 2018 13:55:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 6 სხავდასხვა ადგილზე განახორციელა. შესრულებული სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

უხვი ნალექის დროს მდინარე ენგური  მოსახლეობას  მუდმივ საფრთხეს უქმნიდა. ადიდებული მდინარე ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს აზიანებდა, რამდენიმე მონაკვეთზე ენგურმა საყანე ფართობებიც მიიტაცა.

პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყო მდინარე ენგურის შამგონას,  კოკის და ორსანტიას  მონაკვეთებზე.  ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში კი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი საერთო ღირებულება  1 975 200 ლარია. ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 85 ადამიანი დასაქმდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: