ხობში, შუა ხორგა -ყულევის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი გზის რებილიტაცია მიმდინარეობს
ხობში, შუა ხორგა -ყულევის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი გზის რებილიტაცია მიმდინარეობს
02 მარ, 2018 12:02:41

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი  იწყება სოფ. შუა ხორგაში და მთავრდება სოფელ ყულევში - ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან. აღნიშნული მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია.  საავტომობილო გზა იყო ძლიერ დაზიანებული  და დაორმოებული, ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

აღნიშნული გზა გადის სოფ. ქარიატაში და სოფ. ყულევში, მიუყვება მდ. ხობისწყლის მარცხენა ნაპირს და მთავრდება ყულევში არსებული „შავი ზღვის ტერმინალი“-ს შესასვლელთან.

პროექტის შესაბამისად განხორციელდება: ასფალტ-ბეტონის ორ ფენიანი საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა; ლითონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობის სამუშაოები. დასრულებულია ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება.

აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 688 800 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 130 ადამიანი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: