ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საკითხებზე მსოფლიო ბანკმა სამუშაო შეხვედრა გამართა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის საკითხებზე მსოფლიო ბანკმა სამუშაო შეხვედრა გამართა
22 თებ, 2018 13:57:11

სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის საკითხებზე, ასევე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თანამედროვე სტანდართებთან სრულ შესაბამისობასა და მომსახურების დონის ამაღლებაზე.

შეხვედრაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტი აიმენ ოსმან ალი, დონორი ორგანიზაციების, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებიმონაწილეობდნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობას სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებენ.  

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: