ანონსი
ანონსი
21 თებ, 2018 18:53:50

ხვალ, 22 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“, მსოფლიო ბანკის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის საკითხებზე იმსჯელებენ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტი აიმენ ოსმან ალი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, დონორი ორგანიზაციების, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საპარტნიორო ფონდისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

 

მისამართი: 14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი 0108

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: