ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის რეაბილიტაცია დასრულდა
09 თებ, 2018 11:25:31

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია) - ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის  კმ6-კმ10  რეაბილიტირებულ მონაკვეთს ადგილზე გაეცნო.

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას 4,6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.  

პროექტი მოიცავდა: ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარის, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოებს; საავტომობილო გზა საგზაო ნიშნებით აღიჭურვა და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

აღნიშნული გზა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რეაბილიტირებული მონაკვეთი აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 992 801 ლარი შეადგინა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: