საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
01 თებ, 2018 09:51:32

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა თავისუფალია: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ55 ვერონა-შუამთის და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ასევე მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის და ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 (ბორჯომი-ვალეს საზღვარი) მონაკვეთზე.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეზღუდვa რჩება:

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: