ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
18 იან, 2018 16:59:51
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
