საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა-ლაითურიდან სოფელ ცეცხლაურის მიმართულებით მიმავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 4.7 კმ-იანი მონაკვეთის და მდ.ჩოლოქზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული მონაკვეთი გურიის სოფლებს აჭარის სოფლებთან აკავშირებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ასფალტ-ბეტონის დაგება მიერთებებზე და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაბილიტირდა მდ.ჩოლოქზე არსებული სახიდე გადასასვლელი.
პროექტის მიხედვით გათვალსიწინებულია: მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა და მონიშნვა. მოეწყობა ბეტონის პარაპეტები.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 540 153 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა.