კახეთში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა სრულდება
კახეთში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა სრულდება
29 დეკ, 2017 13:40:22

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე, სარწყავ არხზე არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ასრულებს.

პროექტით გათვალისწინებულია ახალი ერთ მალიანი კოჭოვანი კონსტრუქციის საერთო სიგრძით  35მ ხიდის მშენებლობა.

ამ დროისათვის, ხიდის მშენებლობა დასრულებულია დარჩენილია ხიდზე ასფატლო-ბეტონის საფარის, ხიდთან მისასვლელი ყრილის მოწყობა. განხორციელდება გვერდულების, ლითონის ზღუდარების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოები. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 634 400 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში 25 ადამიანი დასაქმდა.

ხიდი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თოხლიაურსა და სოფელ მანავს შორის მდებარეობს. ახალ სახიდე გადასასვლელზე საგარეჯოს მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება.

2017 წლის ბოლომდე კახეთის რეგიონში დაგეგმილია 16.2კმ-ი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, აქედან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9.6კმ საავტომობილო გზას. რეაბილიტირდა 2 სახიდე გადასასვლელი და აშენდება 3 ახალი  ხიდი 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: