რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა
რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა
27 დეკ, 2017 01:23:46

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. რის გამოც, 2017 წლის 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

ლიპყინულის გამო, 2017 წლის 27 დეკემბერს 01:10 სთ-დან 07:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანაჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: