ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება
26 დეკ, 2017 13:51:11

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) შემოვლითი 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.

აღნიშნული გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგებ მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ავტოტრანსპორტით გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.

ამ დროისათვის მიმდინარეობს, მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები. კმ4-კმ9 მონაკვეთზე მიმდინარეობს ხიდის სამშენებლო სამუშაოები, ასევე გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა და კოჭების დამზადება. ხორციელდება ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები.

პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. კახეთის რეგიონისათვის გზების  გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი.

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და  2018 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 270 ადამიანი.

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: