27 და 28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილი გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
27 და 28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილი გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
25 დეკ, 2017 15:47:08

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (ScADA) განახლება. რის გამოც, 2017 წლის 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

PDF_ICON

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: