27-28 დეკემბერს სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის მე-10კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება
27-28 დეკემბერს სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის მე-10კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება
21 დეკ, 2017 16:11:05

2017 წლის 27-28 დეკემბერს, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ10-ზე (საჯავახო) არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ლიანდაგის შეკეთების სამუშაოების წარმოებას. რისთვისაც საჭიროა, დროის აღნიშნულ პერიოდში, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით გრუნტის გზაზე.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. (საკონტაქტო პირი ლევან ლომაძე, ტელ: 591-19-90-88).

PDF_ICON

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: