საგზაო სექტორის წარმომადგენლებმა მეგზევის დღე აღნიშნეს
საგზაო სექტორის წარმომადგენლებმა მეგზევის დღე აღნიშნეს
18 დეკ, 2017 12:30:49

სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  წელს, მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 50 წელი შეუსრულდა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელებმა მეგზევის დღის ტრადიციაზე, საგზაო სექტორის მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ხელმძღვანელი თამაზ შილაკაძე, საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მინისტრმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. ზურაბ ალავიძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობაზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

მეგზევის დღის აღნიშნვას საფუძველი 50 წლის წინ, გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა (გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა). რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1967 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო, 80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: