რიკოთის საავტომობილო გვირაბში სამუშაოები 17დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში სამუშაოები 17დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
15 დეკ, 2017 16:22:07

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, შპს „ლოჭინი“ ახორციელებს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლებას. სამუშაოები დაგეგმილი იყო 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, სამუშაოების ჩატარება ვერ მოესწრო და საჭიროა, რიკოთის საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა და მოძრაობის ნაკადის გადართვა მის შემოსავლელ გზაზე, გაგრძელდეს 2017 წლის 17 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

PDF_ICON


ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: