სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
12 დეკ, 2017 00:00:00

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. მშენებლობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 9,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, პარალელური გზაგამტარის, სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის  მშენებლობა.

მე–4 მონაკვეთი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფ. სუფსის გარკვეულ ნაწილს ჩრდილოეთის მხარეს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.

ამ ეტაპზე, მონაკვეთზე მიწის ვაკისის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების  სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

სივრცითი მოწყობის ფარგლებში, არსებული საავტომობილო გზები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების არსებული მონაკვეთები, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები და შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რითაც ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის დონორი ორგანიზაცია ევროპის საინვეტიციო ბანკია. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს და 370-მდე ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: