11დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით რიკოთის საავტომობილო გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
11დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით რიკოთის საავტომობილო გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
08 დეკ, 2017 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: