მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
მაგისტრალურ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
08 დეკ, 2017 00:00:00

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე, დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო  დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა საავტომობილო გზებზე: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და  საერთაშორისო მნიშვნელობის  ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, შესაბამისად აღნიშნულ გზებზე, ამ დროისათვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: