თბილისი–სენაკი–ლესელიძის კმ138–კმ158 მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია

თბილისი–სენაკი–ლესელიძის კმ138–კმ158 მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
07 დეკ, 2017 00:00:00
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
