ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
28 ნოე, 2017 00:00:00
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ყინვა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 09:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა