ჭიათურა - პერევისა - სვერი - თვალუეთი - გეზრულის საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჭიათურა - პერევისა - სვერი - თვალუეთი - გეზრულის საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
07 ნოე, 2017 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭიათურა - პერევისა - სვერი - თვალუეთი - გეზრულის საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა იწყება ჭიათურიდან და გადის ორ სოფელს შუქრუთისა და პერევისას.

ამ დროისათვის, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის მოწყობა, საფუძვლის მოწყობა. ასევე, კიუვეტებისა  და გაბიონების მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და ზოგიერთ მონაკვეთზე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

აღნიშნული გზით სარგებლობენ მადნეულის გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე გზის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე სოფლების მაცხოვრებლები.

პროექტის შესაბამისად განხორციელდება: ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ეზოში შესასვლელები, მიერთებები,  საგზაო ნიშნები და  გზის შემოფარგვლა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 573 700 ლარია. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: