ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ.ბიდარაზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ.ბიდარაზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26 სექ, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძველი 1864 წელს აშენებული ქვის თაღოვანი ხიდის აღდგენა  და ასევე ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება და რეაბილიტაცია, რომელიც მომავალში სრულად დააკმაყოფილებს არსებულ სატრანსპორტო მოთხოვნებს.

ამ დროისათვის, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხიმინჯების დაბეტონება, ასაქცევ გზაზე მონოლითური რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 500 000 ლარია. ხიდის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: