საავტომობილო გზების დეპარტამენტი
Noname
Noname
30 აგვ, 2017 11:37:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით, ნაცვლად 2017 წლის 29-30 აგვისტოსი, განხორციელდება 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისი-გორის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, ხოლო 31 აგვისტოს გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

სავალი ნაწილის დროებითი შევიწროვება განხორციელდება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 23 აგვისტოს №MIA 4 17 02024283 წერილით შეთანხმებული საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: