ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები განხორციელდა
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები განხორციელდა
28 აგვ, 2017 00:00:00

ბორჯომის ხეობაში წყალიდან ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი კომპანიები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ადგილზე მოახდინა საჭირო მძიმე ტექნიკის მობილიზება. თავდაპირველად, ტრაქტორებმა ვერტმფრენთან მისასვლელი გზა გაიყვანეს, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მისცემოდა, შემდეგ მოეწყო პლატფორმა მძიმე ამწისათვის, რომელმაც  მოახდინა ვერტმფრენის ამოწევა და დატვირთვა საევაკუაციო გადამზიდზე. როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა „მი - 8“-მ წყლის ავზის ავსებისას ავარიული დაშვება მოახდინა,  რამაც გამოიწვია სამაშველო ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: