დარჩელი-განმუხურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
დარჩელი-განმუხურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
15 აგვ, 2017 00:00:00

დარჩელი - განმუხურის საავტომობილო გზის 5,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზა არის სოფელ  განმუხურთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელი გზა, ასევე ამ გზის საშუალებით ხორციელდება სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები აღნიშნულ სოფლებში.

აღნიშნული საავტომობილო გზა თავისი ტექნიკური მაჩვენებლებით ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას. ვინაიდან მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო  საგზაო სამოსი და ხდებოდა გზის სავალ ნაწილზე ზედაპირული წყლების გადადინება.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია, კერძოდ, მოეწყო სტაბილიზირებული საფუძველი, ტკეპნილი ცემენტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, გადაკვეთები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები. ასევე აშენდა ახალი რკინა-ბეტონის სახიდე გადასასვლელი. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 675 571 ლარია. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: