Noname
Noname
09 აგვ, 2017 13:24:00

მიმდინარე წლის 10-16 აგვისტოს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 20-ე (მდ. სემზე), 48-ე (მდ. რაჩხაზე), 54-ე (მდ. კვერეშულაზე), 55-ე (მდ. მდ. ჯონოულაზე) და 80-ე (მდ. ლამანაშურზე) მონაკვეთებში არსებულ სახიდე გადასასვლელებზე, შ.პ.ს. „საქგზამეცნიერება“  ატარებს გამოკვლევა–გამოცდის სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთებში დაიკეტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა 15-15 წუთით. (საკონტაქტო პირები უშანგი სტურუა-597 37 14 41 და ვაჟა გოგორიშვილი-577 41 43 61).

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სამუშაოების შესრულების ზუსტი თარიღი და საათი შსს-ს შესაბამის რეგიონალურ ქვედანაყოფს საკონტაქტო პირების მიერ ეცნობება წინასწარ.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: