თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
23 ივლ, 2017 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თიანეთი_ზარიძეები_ჟინვალის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული საავტომობილო გზა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით შეძლებენ მგზავრობას.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის კმ10-კმ23 მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და წყლის აცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული. პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოგვარდა არსებული პრობლემები.

სამშენებლო მონაკევთი გაივლის თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზარიძეები,  ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი.

პროექტის შესაბამისად გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, 2 სახიდე გადასასვლელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდა ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნების, საგზაო ნიშნების, ლითონის ბაგირით გზის შემოფარგვლის და მიმმართველი ბოძკინტების მოწყობის სამუშაოები. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

საავტომობილო გზის გახსნის ცერემონიალს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ღირებულება 21 536 367 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდა. სამშენებლო სამუშაოებზე  80 ადამიანი იყო დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: