საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სიახლეები
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია
12 ივლ, 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თიანეთი_ზარიძეები_ჟინვალის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის კმ10-კმ23 მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და წყლის აცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოგვარდება არსებული პრობლემები.

მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ ადგილზე მოინახულა.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის, ხელოვნური ნაგებობების, 2 სახიდე გადასასვლელის, რკინა-ბეტონის მილების, კიუვეტების, საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნების, საგზაო ნიშნების, ლითონის ბაგირით გზის შემოფარგვლის და მიმმართველი ბოძკინტების მოწყობის სამუშაოები. მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

სამშენებლო მონაკვეთი გაივლის თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზარიძეები,  ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი.

პროექტის ღირებულება 21 536 367 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ივლისის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე  80 ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: