საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესდება შეზღუდვები ავტოტრანსპორტის მიმოსვლაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ატარებენ.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 და 66-ე კმ-ზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის კმ7 (სოფ. ჟონეთი) გზის სავალ ნაწილზე გადმოდის ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
თეთრი წყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ7 მონაკვეთზე გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ქვა-ღორღის ნაშალი, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საავტომობილო გზების წმენდა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე უმოკლეს ვადებში მოხდება ავტოტრანსპორტის მიმოსვლა აღდგება.