საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება
07 ივლ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესდება შეზღუდვები ავტოტრანსპორტის მიმოსვლაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ატარებენ.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 და 66-ე კმ-ზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის კმ7 (სოფ. ჟონეთი) გზის სავალ ნაწილზე გადმოდის ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

თეთრი წყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ7 მონაკვეთზე გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ქვა-ღორღის ნაშალი, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საავტომობილო გზების წმენდა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე უმოკლეს ვადებში მოხდება ავტოტრანსპორტის მიმოსვლა აღდგება.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: