შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან
29 ივნ, 2017 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის  მოადგილე ზაზა სიმონია  და დეპარტამენტის თანამშრომლები  ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია გრიგოლეთის გზის მშენებლობის მიმდინარეობაზე და მომავალი პროექტების განხორციელებაზე  ისაუბრეს.  ევროპის საინვესტიციო ბანკის  მისია საქართველოში, მის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს და ქართულ მხარესთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია გრიგოლეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა, რომლის სიგრძე საერთო ჯამში 51,5 კილომეტრი იქნება, ასევე სამომავლოდ ბანკი დააფინანსებს ჩუმათელეთი-ხევისა და გრიგოლეთი-ჩოლოქის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: