Noname
Noname
28 ივნ, 2017 09:10:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ამბროლაურგზა-7“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში გზის საფარის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოებს, რომლის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთში დილის 08:00 სთ-დან ღამის 00:00 სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთში განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: