ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს 10კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს 10კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
20 ივნ, 2017 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის  10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზას რამოდენიმე ათეული წელია კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.

პროექტით გათვალისწინებულია: ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა ეზოში შესასვლელები, მიერთებები,   ავტოპავილიონები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და გაივლის სოფლებს კიროვაკანი და კუმურდო, სადაც მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი IV საუკუნის საკათედრო ტაძარი. გზის რეაბილიტაციის შედეგად, მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ადგილზე მოინახულეს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 748 400 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: