ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობის რეჟიმი
ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობის რეჟიმი
19 ივნ, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) მოძრაობს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).

აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა  ხორციელდება ცალმხრივად  (სამტრედია-ქუთაისის  მიმართულებაზე)

აღნიშნულ მიმართულებაზე დაფიქსირდა მრავალი დარღვევა და დაწესებული რეჟიმის დაუმორჩილებლობა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ, იმოძრაოთ საავტომობილო წესების დაცვით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.  

ამჟამად   საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს:

  • გარე განათების ქსელის მოწყობას
  • ხმაურიანი ზოლების  და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას
  • ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას

 სამუშაოების დასრულებისთანავე  ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება ორმხრივად და მძღოლები შეძლებენ იმოძრაონ განათებული, კიდევ უფრო უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურით. ამ დროისათვის საავტომობილო მიმოსვლა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: