თბილისის ახალი შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები იწყება
თბილისის ახალი შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები იწყება
02 ივნ, 2017 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.

პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე  სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და იტალიური კომპანიის (ერთობლივი საწარმო)  ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl. წარმომადგენელმა  ლაურენტ ფრანციოსმა   მოაწერეს.

კომპანია ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl.   მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დეტალური პროექტს მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება  6 049 671.20 ევრო  და  6 891 609.46 ლარს შეადგენს . პროექტირების  ვადა  2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები, განიტვირთება  თბილისის ურბანული ქუჩები, გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და საგრძნობლად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება.

ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და  მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე ქალაქ თბილისის მოქალაქეებისათვის.

აღნიშნული გზები, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: