ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან 27-30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან 27-30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
27 მაი, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრზე, რკინიგზის გადასასვლელთან, ტარდება საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები.  ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მაისის 24:00სთ-მდე. დროის ამ მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის ნაკადი  გადაერთვება ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: