გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს
გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს
25 მაი, 2017 00:00:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებს.
მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამ ეტაპზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ორმოულის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზებზე.
ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების 80%-ზე მეტი აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
ინტერაქტიული რუკა