გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს
გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს
25 მაი, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებს.

მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო  გზები მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამ ეტაპზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ორმოულის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზებზე.

ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების 80%-ზე მეტი აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: