ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად განხორციელდება
ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად განხორციელდება
22 მაი, 2017 00:00:00
22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) იმოძრავებს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).
აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე)
რეჟიმი გამოწვეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებით რომელიც მოიცავს:
- გარე განათების ქსელის მოწყობას
- ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას
- ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა