აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
22 მაი, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ახორციელებდნენ ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: