ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება
11 მაი, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება  თავისუფალია, მოძრაობა ორხმრივად აღდგენილია.

ხოლო, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ183 მოძრაობა აკრძალულია, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ბოლომდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე მოძრაობა სრულად აღდგება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: