წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები განახლებული და უსაფრთხო გზით ისარგებლებენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები განახლებული და უსაფრთხო გზით ისარგებლებენ
11 მაი, 2017 00:00:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებზე:  ოფურჩხეთსა და ნამოხვანზე გადის.  

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია 25 წელზე მეტია არ მომხდარა, რის შედეგადაც ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული, დაორმოებული და ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.

პრობლემის მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის და 6 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება რკინა-ბეტონის არსებული მილებისა და ბეტონის საყრდენი კედლების შეკეთება. გაბიონების, კიუვეტების და სანიაღვრე ქსელის მოწყობა.  ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, გზის შემოფარგვლის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და ავტოპავილიონების  მოწყობის სამუშაოები. დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

ამ ეტაპზე,  ხელოვნური ნაგებობებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა და ამ დროისთვის, მომდევნო 8 კილომეტრია რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 539 131 ლარია. სამუშაოებზე 80 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2016 წლის ოქტომბერში დაიწო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: