ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება
ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება
08 მაი, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის 4.1 კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს. სამშენებლო მონაკვეთი ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული მოედანიდან იწყება და გეგუთში არსებულ სატრანსპორტო კვანძთან სრულდება.

პროექტის შესაბამისად, აშენდება 4 ზოლიანი ბეტონის გზა და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი. ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო.

ამ მონაკვეთით სარგებლობენ სოფლები: გეგუთი, პატრიკეთი, საყულია, ოფურჩხეთის მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა და გეგუთის კოლონიის ადმინისტრაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის ინტენსივობა საკმაოდ მაღალია.

გეგუთის სატრანსპორტო კვანძს და ნიკეას ქუჩას შორის არსებული მონაკვეთი დაზიანებული იყო და პრაქტიკულად ვერ ატარებდა მკვეთრად გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადებს.

ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (ოთხზოლიან გზად გადაკეთების) სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს მონაკვეთი ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ახალ ჩქაროსნულ გზას შეუერთდება და მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქალაქ ქუთაისთან.

სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის  ღირებულება 17 მილიონ 777.777 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 65 ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: